ეთნიკური უმცირესობებისთვის ვაქცინაციის საინფორმაციო ბროშურები დარიგდება

19 აგვისტო 2021, 10:22 551 ნახვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო. სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით.

ამჯერად უწყების წარმომადგენლები  ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში