60 შენიშვნა - აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი კომისიებში განიხილეს

25 ნოემბერი 2016, 00:00 3318 ნახვა

60 შენიშვნა აქვთ დეპუტატებს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.  უმაღლესი საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ კომისიებში განხილვა დაასრულა. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მაღალმთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტების და სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა - ეს იმ საკიტხთა ნაწილია, რომელიც შენიშვნებში გაიწერა, საუბარია დამატებით 5 მილიონი ლარის მობილიზებაზე. განხილვა დასრულდა, თუმცა უმაღლესი საბჭო შენიშვნების მთავრობაში გადაგზავნას არ ჩქარობს. დეპუტატები ამ პრეროგატივას ახალ შემადგენლობას უტოვებენ, რომელიც მუშაობას 28 ნოემბრიდან შეუდგება.  

ამავე კატეგორიაში