"ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურის მერობის კანდიდატად დავით შარაშიძე წარადგინა

19 აგვისტო 2021, 13:57 1126 ნახვა

"ქართულმა ოცნებამ" ჩოხატაურის მერობის კანდიდატად დავით შარაშიძე წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა.

მისივე თქმით, ჩოხატაურში უნდა მოხდეს თითოეული გოჯი მიწის ათვისება და მოსახლეობას ბოლომდე გვერდით უნდა დავუდგეთ.

პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა ირჩევს მის მსახურს.

"ბოლო წლებში, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. თუნდაც, არაერთი სკოლა აშენდა, რეაბილიტირდა, არაერთი საბავშვო ბაღი აშენდა. ჩვენ ჯამში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აღდგენა ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში, რომელიც ევროპული სტანდარტის მიხედვით მოეწყობა. სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გურია იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ მიმართულებითაც. ვიცი, რომ ჩოხატაურს, ზოგადად, მიწის მწირი რესურსი აქვს, მაგრამ თითო გოჯი მიწა უნდა ავითვისოთ და ბოლომდე მოხდეს ამ რესურსის, პოტენციალის ათვისება და გამოყენება, რეალიზება. ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში