სპორტული ინფრასტრუქტურა ხულოში

19 აგვისტო 2021, 14:31 1072 ნახვა

ხულოში თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსი და  სახელოვნებო სკოლა აშენდება.

თვითმმართველობა მშენებლობის დაწყებას მომავალ წელს  გეგმავს, თუმცა  ტექნიკური დავალებები უკვე გასცა, მიმდინარეობს პროექტის მომზადება. 

სასპორტო დარბაზი წლებია  სარეაბილიტაციოა, ხოლო სახელოვნებო სკოლა  ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

სპორტსკოლა იმავე დარბაზის ბაზაზე აშენდება, ხოლო ხელოვნების სივრცე ყოფილი სასამართლოს შენობის ადგილას.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში