ავღანეთი 18 ათასმა დატოვა, დღეს - 16 ქართველმაც

20 აგვისტო 2021, 20:06 2166 ნახვა

საქართველოს ყველა მოქალაქე ავღანეთიდან უვნებლად გამოყვანილია, ისინი ჯერ ნატოს ბაზაზე გადაიყვანეს და სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით დაბრუნდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო. დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით გამოყო ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი, და უნგრელი კოლეგები. საქართველოს მოქალაქეები, კანადურ კომპანიაში კერძო კონტრაქტორებად მუშაობდნენ. ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

ნატო-ს ოფიციალური ინფორმაციით, 15 აგვისტოს შემდეგ ქვეყნიდან 18 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის 7 ათასზე მეტი აშშ-მა, 2 ათასზე მეტი კი გაერთიანებულმა სამეფომ გაიყვანა.

ქაბულის აეროპორტში კი ვითარება კვლავ ქაოსურია. ჯებირს მიღმა მყოფი ავღანელები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.

„თალიბებმა“ იმ ადამიანების კარდაკარ ძებნა და იდენტიფიცირების პროცესი დაიწყეს, ვინც საერთაშორისო მისიის წევრებთან თანამშრომლობდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლების.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში