პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

21 აგვისტო 2021, 20:20 1115 ნახვა

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე საჩვენებელ  სწავლებას დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი უცხოური კონტიგენტის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ, ასევე გაეცნენ საიმიტაციო მოდელირების ცენტრის მუშაობას, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, მათ შორის უკრაინაში წარმოებული იარაღი.პრემიერი ხვალიდან    შეხვედრებს კიევში გამართავს . მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში