არჩილ ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრა

22 აგვისტო 2021, 18:25 1655 ნახვა

ბათუმის მეობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. არჩილ ჩიქოვანი თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობას ამჯერად ბარცხანაში, ნონეშვილის ქუჩაზე შეხვდა. მოქალაქეებმა უბანში საბავშვო სკვერებისა და გასართობი სივრცეების მოწყობა, ასევე კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია  მოითხოვეს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, სკვერების მოწყობა მნიშვნელოვანია. განაცხადა, რომ ანიშნულ უბანში  მალე ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოქალაქეები ხიდის განახლებას ითხოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში