ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

22 აგვისტო 2021, 18:09 1333 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა. 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულზეა და პარტნიორობა, მეგობრული ხალხთაშორისი კონტაქტების გარდა, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება. მხარეებმა  შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში