ახალი სკვერი ბათუმში

23 აგვისტო 2021, 11:52 1370 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სკვერი, ხოლო გონიოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დაგეგმილია ასევე ქალაქის სხვადასხვა ადგილზე 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში მილიონ 300 ათასი  ლარია გამოყოფილი.

ბათუმში „სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობაზე, სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე, ასევე დასასვენებელი სკვერის მოწყობაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.სამუშაოები კი 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში