ენმ-ის ბოიკოტი

25 აგვისტო 2021, 10:21 907 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას დღეიდან  იწყებენ.  ჩატარდება კომისიის პირველი სხდომები და საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

პირველ სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით,  ოპოზიციური პარტიების წარდგენილი კომისიის წევრების მონაწილეობას საუბნო კომისიის თავმჯდომრების არჩევაში აზრი ეკარგება,  რადგან თავმჯდომარის ასარჩევად გადამწყვეტი მაინც საოლქო  კომისიის მიერ წარდგენილი კომისიის წევრების  არჩევანია.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' საუბნო კომისიის წევრები პირველი კომისიის სხდომის ბოიკოტის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში