ვაქცინაციის საბუთის წარდგენის დავალდებულება დისკრიმინაციას არ წარმოადგენს - სახალხო დამცველი

25 აგვისტო 2021, 12:00 1534 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საბუთის წარდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებისშემლახავ პრაქტიკას - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა დღესგამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნინო ლომჯარიას თქმით, გარკვეული შემზღუდავი, თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის არ იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.

''ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეპიდემიოლოგიურ ვითარება, რომლის გამოც, ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება. შექმნილ ვითარებაში, მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის დაჩქარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში საქართველოში მსჯელობის საგანია და სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მოქალაქემ, თუ ორგანიზაციამ მოგვმართა კითხვით, არღვევს თუ არა პირის უფლებებს და დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების, ჯანდაცვის, განათლების, თუ სხვა სფეროებში.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე მსურს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განმარტება გავაკეთო: სახალხო დამცველმა საფუძვლიანად შეისწავლა როგორც უახლესი საერთაშორისოგამოცდილება, ასევე ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში როგორიცაა – ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ, ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას'' - განაცხადა სახალხო დამცელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში