დღეიდან „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება იზღუდება

27 აგვისტო 2021, 11:53 896 ნახვა

დღეიდან სინოფარმის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება დროებით იზღუდება.საუბარია როგორც წინასწარ ჯავშანზე, ასევე ცოცხალ რიგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დარჩება ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე. ახალი რეგულაცია არ ეხება მათ, ვისაც პირველი დოზით აცრის ჯავშანი უკვე გაკეთებული აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაცია შეუფერხებლად გრძელდება და მოუწოდებენ პირველი დოზით აცრის მსურველებს, დაჯავშნონ და აიცრან ფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში