"ქართული ოცნების" მორიგი კვლევა

27 აგვისტო 2021, 13:00 1050 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ჩატარებული შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%. 

კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს ხმას გამოკითხულთა 60.1% მისცემდა, ნიკა მელიას კი 29.2%.

პარტიული რეიტინგის შეწონილი მონაცემების მიხედვით, 2%-ს ვერ სცდება სტრატეგია აღმაშენებელი,ევროპული საქართველო,პატრიოტთა ალიანსი.

„სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები  21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, გამოიკითხა 2 958 რესპონდენტი, ცდომილების ზღვარი კი 3%-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში