ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატი წარადგინა

27 აგვისტო 2021, 14:31 992 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიგი უგულავა ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელია.

„ნათქვამია, „ძალაუფლება რყვნის ადამიანსო“ და ჩვენ, რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს.

მეორე მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი. მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯის, სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია - ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, პატიოსნებას, ღირსებას, ერთგულებას და რაც ჩამოვთვალე, იმას შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში