„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საარჩევნო კოდექსზე

27 აგვისტო 2021, 14:34 988 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და  განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებული კანონი   სტაბილური და მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს.  ორგანიზაცია რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას,  რომელთა  შეცვლაც მათი განმარტებით, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის.

საუბარია ცესკოს პროფესიული წევრების, ასევე თავმჯდომარის არჩევის წესზე, აგრეთვე დროებით რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის და ასევე  იმ ცვლილებაზე, რომლითაც საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციას ვეღარ შეასრულებენ, რაც ორგანიზაციის განმარტებით  კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს. 

„ქართულ ოცნებაში“  საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაში დასაწუნს ვერაფერს ხედავენ, თუმცა სამომავლოდ ცვლილებებზე დისკუსიას არ გამორიცხავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში