ყინჩაური - წაბლანას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

28 აგვისტო 2021, 12:10 1383 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დასკვნით ეტაპზეა ყინჩაური-წაბლანას დამაკავშირებელი გზის 900 მეტრიანი მონაკვეთი.

უკვე დასრულდა საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, მილების და ზღუდარების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში