რეანიმაციულ განყოფილებაში კოვიდინფიცირებული 4 ბავშვი მკურნალობს

30 აგვისტო 2021, 11:43 1694 ნახვა

4  ბავშვია რეანიმაციაში მოთავსებული  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. სულ კლინიკაში  43 კოვიდპაცინეტი მკურნალობს, მათგან 28 ბავშვია.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის არის თავისუფალი საწოლები. 6 ბავშვია  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით  მოთავსებული. მათგან ყველა თერაპიულ განყოფილებაში.

კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, კლინიკას აქვს თავისუფალი ადგილები.

რაც შეეხება დედაქალაქს, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული  87 ბავშვი მკურნალობს, მათგან 3 მძიმე პაციენტია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში