არ ჩატარებულა არც ერთი რთველი ისე, რომ პოლიტიზირებული არ ყოფილიყო მოსავლის ჩაბარების პროცესი - სოფლის მეურნეობის მინისტრი 

30 აგვისტო 2021, 13:02 586 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

ლევან დავითაშვილის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს სიმართლეს არ შეესაბამება. 

''მსგავსი ინფორმაციები არ გვიკვირს. წლების განმავლობაში ხდება ერთი რამ, რომ მიდის რთველი ორგანიზებულად. არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას პრობლემა არ ჰქონია, თუმცა არ ჩატარებულა არც ერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და პოლიტიზირებული არ ყოფილიყო რთველის ჩაბარების პროცესი.

ძალიან სამწუხაროა ამის აღნიშვნა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ხშირად ცდილობენ, ამაზე ააგონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ამის მიუხედავდ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში