ვაქცინაციის პროცესი

30 აგვისტო 2021, 14:27 1616 ნახვა

დილიდან რიგებია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამცრელ პუნქტთან. კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ფაიზერის ვაქცინით არის აცრა შესაძლებელი, ამიტომ  სამედიცინო დაწესებულებას ორსულებიც მიმართავენ. 

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე  შეგიძლიათ აიცრათ.

ბსუ-ში  აცრა ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის  მეორე დოზაზე ვაქცინებით არის შესაძლებელი, თუმცა სინოფარმით აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ,  რომლებიც უკვე რეგისტრირებულნი არიან პირველ დოზაზე ან საჭიროებენ მეორე დოზით ვაქცინირებას.

როდის შემოვა ქვეყანაში სინოფარმის ვაქცინა, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა სპეციალისტები სექტემბრის ბოლოს ვარაუდობენ. 

ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით მილიონ 164 ათას 402 აცრაა ჩატარებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში