კოვიდინფიცირებულია 105 პატიმარი - პენიტენციური სამსახური

31 აგვისტო 2021, 10:48 651 ნახვა

105 პატიმარს, სხვადასხვა ციხეში,  კორონავირუსი დაუდასტურდა.   

 სპეციალური პენიტენციური სამსახური  განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  105  კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ- ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია - განმარტავენ  უწყებაში.

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში