ივლისში ეკონომიკის წლიური ზრდა 9,9% იყო - ნათია თურნავა

31 აგვისტო 2021, 13:20 1218 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 9.9 პროცენტს შეადგენს. 

ნათია თურნავას თქმით, თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა.

''შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12.2 პროცენტით წინა წელთან შედარებით, რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის ექვსი პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის შვიდ თვესთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.

დარგობრივად, რომ შევხედოთ, პრაქტიკულად თითქმის ყველა დარგში არის პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებით ზრდის ტემპით ლიდერობს გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სასტუმროები და რესტორნები, ანუ განთავსების და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე ვაჭრობა.

კონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა  არის ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც გაზრდილია თითქმის 50%, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დაკავშირებული ერთი მხრივ, იმასთან, რომ მომავლის იმედის განცდა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ ბიზნესებს. დიდი მონდომებით ახორციელებენ ახალ ინვესტიციებს, დებენ ახალ კონტრაქტებს, აფართოებენ ექსპორტის, აფართოებენ ვაჭრობის არეალს, აფართოებენ წარმოებებს, ხდება გადაიარაღება. ამაზე მეტყველებს ის ინტერესი, რითაც ბიზნესები მონაწილეობენ თუნდაც სახელმწიფო პროგრამებში და თქვენ იცით, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა კიდევ უფრო მეტად ფართოვდება“, – განახცადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში