ვაქცინაციის პროცესი

31 აგვისტო 2021, 15:03 1378 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით,   კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 184 306 ადამიანი  აიცრა,  ბოლო 24 საათში  კი 25 670.  აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმუნიზაციის პროცესი,  ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოწყობილ აცრის სივრცეში. 15:00 საათის მონაცემებით, აქ  130 ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა.

ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი, რაც  - მოზრდილი მოსახლეობის 27.7% შეადგენს.  სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოსახლეობის 13.8%.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციას  3 ავტობუსი ჰყავს გამოყოფილი იმისათვის, რომ ვაქცინის მსურველი მოქალაქეები შესაბამის  აცრის სივრცეში უფასოდ გადაიყვანონ.  ავტოტრანსპორტის დირექტორის ინფორმაციით, მსურველთა რაოდენობა არ ისე დიდია.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში