სწავლა დისტანციურ რეჟიმში, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე კვლავ შეზღუდვაა

31 აგვისტო 2021, 15:04 1181 ნახვა

გახანგრძლივებული რეგულაცია და დამატებით ახალი შეზღუდვა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლებსა უნივერსიტეტებში სასწავლო, საბავშვო ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი  ორი კვირით გვიან განახლდება.

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 4 ოქტომბრამდე იქნება დისტანციური მოდელით. ეს შეზღუდვა ეხებათ ბაღებსაც.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც, რომელიც არ იმუშავებს 13 სექტემბრამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში