ბრიფინგი ოცნებაში და ოპოზიციის შეფასებები

31 აგვისტო 2021, 20:38 793 ნახვა

ოპოზიცია არ იყენებს სარეკლამო ბილბორდებს და ფასიან სარეკლამო დროს, მათ არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ - ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება. განცხადება ქართული ოცნების წევრმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაჯამა. ქართული ოცნების ინფორმაციით, გუშინ საღამოს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თვითმმართველობის არჩევნებში  მუნიციპალიტეტების  საკრებულოების პროპორციული სიების შესახებ იმსჯელეს. მმართველ გუნდში გაკეთებული ეს განცხადება მოწმობს, რომ  წინასაარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს და ბილბორდებზე ქართული ოცნების კანდიდატების სიმრავლე მათვე უქმნით უხერხულობას-ასე უპასუხა ქართული ოცნების განცახდებას ოპოზიციამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში