ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე - გამოხმაურებები

01 სექტემბერი 2021, 12:05 1021 ნახვა

ეს არის ის წერტილი, როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ, საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს, ხოლო  დახმარებაზე უარი ნიშნავს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე - ასე შეაფასეს ევროპარალემენატრებმა  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვეს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე.

ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ,  რომ რეფორმების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, და რომ,  მმართველი პარტია კარგავს პარტნიორების ნდობას. 

ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში