ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი - პრემიერი

01 სექტემბერი 2021, 11:56 1579 ნახვა

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

„თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ სესხმა დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულირების საფუძველი გახდა.

"საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური, ორნიშნა ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებულა უკვე 10-12 წელზე მეტია, მეორე კვარტალში იყო 29-პროცენტით ზრდა, შვიდ თვეში 12-პროცენტიანი ზრდა, რამაც საშუალება გააჩინა, რომ ბიუჯეტში დამატებით შემოსავალი გაჩენილიყო.

ამის შედეგად მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ ნელ-ნელა დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ 3 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი, რაც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეს სესხი,75 მილიონი ევრო, ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ფინანსური დახმარება, გრანტი და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან ბევრი დახმარება მიუღია სახელმწიფოს ევროკავშირისგან, დონორებისგან, ძალიან მადლიერები ვართ, ყოველთვის ვიქნებით მადლიერები“, – განაცხადა პრემიერმა.

​ევროპარლამენტანა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები, ამიტომ მას მისი მიღების უფლება არ ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში