თვითმმართველობის არჩევნები – გამოხმაურება

26 ნოემბერი 2016, 00:00 2350 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და განატლების კომიტეტის თავმჯომარემ მარიამ ჯაშმა, მათ მზადყოფნა გამოთქვეს როგორც თვითმარტველობის ასევე აუდიტორია 115 ის წვერებთან შესახვედრად.  შეგახსნებეთ, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-3 დღეა პიკეტირებული აქვს. ისინი შენობის დატოვებას მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. აქციის მონაწილეები არსებული ფორმით თვითმმართველობის გაუქმებას, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას, სტუდენტურის საცხოვრებლის კეთილმოწყობას, განათლების დაფინანსების გაზრდას, უნივერსიტეტში გარე რეფერირების შემოღებას ითხოვენ. აუდიტორია 115“-ის წევრებმა გუშინ სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები გააპროტესტეს, რის გამოც პირველ კორპუსში არსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში