რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად-ლავროვი

01 სექტემბერი 2021, 17:54 1459 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეთავაზება საქართველოს-სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს სურს ნორმალურად იცხოვროს რუსეთთან ერთად, ისე  როგორც თავის მეზობელთან, მოსკოვი მზადყოფნას გამოთქვამს ამისთვის. რუსი მაღალჩინოსანი  ასევე ამბობს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, ოფიციალური რუსეთი მზადაა ურთიერთობის აღსადგენად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მოსკოვსა და თბილისს აქვთ ინტერესთა სფეროები და მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. მან 2019 წლის თბილისში განვითარებული პროცესები გაიხსენა და თქვა, რომ  რუსეთი მზად იყო განეხილა უვიზო რეჟიმის აღგენა საქართველოსთან, თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა დუმის დეპუტატების, მათ შორის სერგეი გავრილოვის  მიმართ "პროვოკაციულმა დამოკიდებულებამ". ეს განცხადება სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში