საარჩევნო ოლქებში სიების წარდგენის ვადა იწურება ქედა

02 სექტემბერი 2021, 11:21 1252 ნახვა

ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის რეგისტრირებული მერობის სამი კანდიდატია.

ქედის მერობისთვის ქართული ოცნებიდან როლანდ ბერიძე, პარტია“ გახარია საქართველოსთვის“- ელგუჯა ნაკაშიძე,   ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კი რამინ ბერიძე იბრძოლებენ.

პარტიული სიები და მაჟორიტარები, ამ დროისთვის, სულ რვა პარტიამ წარადგინა. ესენია: მესამე ძალა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი, ლელო საქართველოსთვის, ლეიბორისტები, გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში