გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერა არის ფარსი - პრემიერი

02 სექტემბერი 2021, 15:52 1023 ნახვა

გამორიცხულია „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ყველამ ერთად, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს უშუალო მონაწილეობით დაასრულა ამ დოკუმენტზე მუშაობა და ყველამ მოაწერა ხელი.

„ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოს უშუალო მონაწილეობით, მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა, მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, მათთვის და იმისთვის, რომ რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით ასეთი კომპრომისული ნაბიჯები, იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო ვითარება და იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო, ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ. გახსოვთ ალბათ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, ბაზარში რომ არის, ასეთი ტიპის ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყველა ის რეფორმები დაწყებული გვქონდა დოკუმენტის ხელმოწერამდეც, ამის შემდეგაც გავაკეთეთ, ველოდეთ 100 დღე.

გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში