ენმ-ის ბრალდება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის მისამართით

03 სექტემბერი 2021, 11:32 925 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ კორუფციაში ადანაშაულებს.  

პარტიის ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის წევრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე 2016-2017 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან მაგალითები მოიყვანეს, რომელთა მიხედვითაც, როგორც თავად ამტკიცებენ,  არჩილ ჩიქოვანმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად გახარჯა, მაშინ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას და კანდიდატის საარჩევნო შტაბს, გაკეთდება თუ არა საპასუხო განმარტებები, ჯერ უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში