დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის - პრემიერი

03 სექტემბერი 2021, 17:22 1779 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობა პანდემიის გამო ქვეყნის ჩაკეტვას აღარ გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილი, არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და მოქალაქეები უნდა აიცრან. 

"ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ''სინოფარმი'', ''სინოვაკი'', ''ასტაზენეკა'' -  ეს არჩევანი თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების, ჩვენი ახლობლების, ყველას დაცვა.

ქვეყნის ჩაკეტვა დღეს არის შეუძლებელი, ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დავაწესოთ. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მეოთხე და მეხუთე ტალღა ყველგან არის.  ქვეყნის ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნომერ პირველმა ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, თქვა, ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში