პრემიერი გახარიას წინააღმდეგ

04 სექტემბერი 2021, 17:58 1045 ნახვა

პრემიერ მინისტრი ყოფილ პრემიერ მინისტრს აკრიტიკებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარია 2012 წლის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ "ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში". მანვე აღნიშნა, რომ გახარიამ  მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩამოთვალა, რა იყო ინსტიტუტების "დანგრევა და დაკნინება" ექსპრემიერის  დროს. მათ შორის, "მელიას გამო გადადგომა", პანკისის სპეცოპერაცია, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და გავრილოვის ღამე. პრემიერმინისტრის თქმით   გახარია აკრიტიკებს გუნდს, რომელმაც ასწავლა, ჩააცვა დახურა და ენდო. ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერი ნაცმოძრაობასტან დააკავშირა. განაცხადა, რომ გიორგი გახარიას მიზანი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისში მე-2 ტური ჩატარებაა. ცნობისთვის, გუშინ  ექსპრემიერმა, განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან თვლიდა, რომ ის იმაზე უკეთესი თავდაცვის მინისტრი იქნებოდა, ვიდრე შს მინისტრი.ამის საპასუხდ კი ღარიბაშვილა თქვა, რომ მისი დანიშვნა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარის პრეროგატივა იყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში