აჭარაში სტიქიის შედეგებს ისევ ითვლიან

06 სექტემბერი 2021, 11:53 1332 ნახვა

აჭარაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. რა ზარალი მიადგა 3 დღის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, ზუსტი თანხა ამ დრომდე უცნობია.

ხელვაჩაურში ამ დროის მონაცემებით,  სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად 7 ოჯახი დაზარალდა.  2 გადაყვანილია ქირით. ფერდსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

პარასკევს ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა გზები, დაიტბორა საცხოვრებლების პირველი სართულები,  მეწყრული პროცესები 60-მდე ლოკაციაზე განვითარდა, ქარბორბალამ ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

ქობულეთში ზარალს სპეციალური სტიქიის სალიკვიდაციო კომისია სწავლობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში