საარჩევნო ბანერები - ენმ ქართულ ოცნებას კორუფციაში ადანაშაულებს

06 სექტემბერი 2021, 11:37 679 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ხელისუფლებას 10 მილიარდი  ოდენობის სესხის გაფლანგვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ბათუმის საკრებულოს წევრების განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში  მოსახლეობა ყოველდღიურად  ღარიბდება,  „ქართული  ოცნება“ წინასაარჩევნოდ ბათუმის  მერობის კანდიდატის ბანერების განთავსებაზე  ასობით ათას ევროს  ხარჯავს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით,  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს გასულ წლებთან შედარებით  ბათუმში 1 278 ოჯახი გაღარიბდა, დღეის მდგომარეობით კი უკიდურესი გაჭირვების შედეგად 1 500 ბენეფიციარით მეტია უფასო სასადილოს მომხმარებელი ვიდრე წინა წელს.  

ოპოზიციის  ბრალდებებზე  „ქართულ ოცნებაში საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში