სააკაშვილი: „ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ განცხადება“

07 სექტემბერი 2021, 10:41 532 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუკზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე  საქართველოში  ჩამოვა.

როგორც ის ამბობს, გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ამას გააკეთებს სრულიად გახსნილად და შეგნებულად.

ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოთვალა მოქალაქეთა კატეგორია, რომლებისთვისაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ზარალის ანაზღაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ესენი არიან შვილები, რომელთა „დედები და მამები უცხოეთშია“,  გლეხები, რომლებიც ვერ ასაღებდნენ პროდუქციას, მეანაბრეები და ის ხალხი, ვინც აიღო კრედიტი და ვერ აბრუნებს, რადგან სამსახურები დაკარგეს.

გარდა ამისა, სააკაშვილი ლაპარაკობს ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც მთავრობის არასწორი მოქმედების გამო გარდაიცვალნენ კორონავირუსით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში