დავადასტურე უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა - შარლ მიშელი პუტინთან სატელეფონო საუბარზე 

08 სექტემბერი 2021, 17:23 946 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და უკრაინაზეც ისაუბრა.

„დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. გავცვალეთ აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებთან დაკავშირებით – საჭიროა ნდობის აღდგენა და დიალოგი. დავგმე ბელარუსიის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ უკანონო მიგრაციის იარაღად გამოყენება“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილა. ასევე საუბარი შეეხო ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებას, ტერორიზმთან ბრძოლასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში