„საქართველოსთვის“ პარტიული სიების წარდგენა მაღალმთიანეთში

09 სექტემბერი 2021, 18:12 2054 ნახვა

გახარია ,,საქართველოსთვის“ პარტიამ მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო მთიან აჭარაშიც.  თვითმმართველობის  ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებას აქ პარტიიდან გია აბულაძე შეეცდება. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა,  აქამდე საჯარო სექტორში მოღვაწეობდა. დღესვე  ორგანიზატორებმა ამომრჩეველს მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიის წევრებიც წარუდგინეს.  პარტიამ კანდიდარტები წარადგინა შუახევსა და ქედაშიც. ქედის მერობისთვის ელგუჯა ნაკაშიძე იბრძოლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში