ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

09 სექტემბერი 2021, 19:01 1620 ნახვა

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია, ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, თავდასხმაზე საქმე 3 მუხლითაა აღძრული.

"რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები, ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული", - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით სამი საათის წინ შეიჭრა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში