ენმ ეკონომიკის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

10 სექტემბერი 2021, 14:26 966 ნახვა

ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის - საცურაო აუზისა და ყინულის სასახლის  მშენებლობასთან დაკავშირებით კორუფციულ სქემაზე საუბრობენ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში.

მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს, შპს ‘’სტადიონსა’’ და ,,ვესტინკორ ლიმიტედ საქართველოს’’ შორის გაფორმებული  ხელშეკრულების თანახმად უნდა აშენებულიყო ყინულის სასახლე. რისთვისაც კანადურ კომპანიაზე დაახლოებით 4 მილიონამდე დოლარი იქნა გაცემული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. აჭარის ფინანსთა სამინისტროში საკითხზე წერილობით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ  კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, შპს „სტადიონი“-მა გამოითხოვა ავანსად გადახდილი თანხა.

უწყების ინფორმაციით, ბიუჯეტში დამატებით შევიდა ავანსად გაცემული 4 მილიონამდე დოლარი.

ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და აუზის საძირკვლის მოწყობა დასრულებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში