“აღიძრება თუ არა საქმე სუს-ის უფროსის წინააღმდეგ?”

14 სექტემბერი 2021, 15:02 1370 ნახვა

სკანდალი, უკანონობა და დადასტურება იმის, რომ ,,ქართული ოცნების'' მმართველობის დროს ტოტალურად ყველას უსმენენ - ასე ფიქრობენ ოპოზიციაში, სუს-დან გამოჟონილი და გავრცელებული ფაილების შესახებ. პოლიტიკოსები მიმართავენ სუს-ის უფროსს, რომ გააკეთოს განმარტებები და თან გადადგეს.

მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ამის აუცილებლობას კი მმართველ პარტიაში ვერ ხედავენ.

''ქართულ ოცნებაში'' დღეს თქვეს, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნა შეუძლია იდეის ინიციატორს, ანუ ოპოზიციას. ირწმუნებიან, რომ  სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერების უკან ხელისუფლება არ დგას. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში