''ნაციონალური მოძრაობა'' გეგმავს საჯარო მოხელეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას - მამუკა მდინარაძე

14 სექტემბერი 2021, 15:19 934 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ''ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ,,ბოლშევიკური კამპანია'' ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. მსგავსი რამ თავში აზრად მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეუძლია მოუვიდეთ.

კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას - თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარებისა და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში