ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ - პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე

14 სექტემბერი 2021, 17:24 1218 ნახვა

ძალიან კარგად გვესმის, ზრდასრულ ადამიანებს, თუ ვის ინტერესებში შედის აღნიშნული ძალიან მძიმე პროვოკაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"ეს ხომ არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი ფარისევლობა. ეს არის მტრობა – პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი, ყველა ზღვარი გადაკვეთოს ადამიანმა. ყველაფერი იკადროს. ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა და მათი საქმენი, ამის შემდეგ კვლავაც გაოცებულები ვართ ყველანი, ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები. გუშინ რაც გააკეთეს, ამით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელი, ყველა სიბინძურეზე, ყველა ანტისახელმწიფოებრივ მტრობაზე. ეს არის პირდაპირ ეკლესიის მტრობა და სახელმწიფოს მტრობა, მეგობრებო.

ჩემი შეფასებით, ეს არის პირდაპირი შეთქმულება ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. უსუსური მცდელობა, რომ გაუგებრობა მოხდეს მთავრობას და ეკლესიას შორის. დღეს ისე, როგორც არასდროს არსებობს მტკიცე ერთობა მთავრობას და ეკლესიას შორის და ეს ასე იქნება ყოველთვის"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ის ყველა ვერსიას დაამუშავებს და არჩევნების შემდეგ ყველაფერს დაერქმევა მისი სახელი. 

"ყველა მოღალატე და ყველა ამ ბინძური შეთქმულების ავტორი და თანამონაწილე დაისჯება სამაგალითოდ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში