„მესამე ძალის“ კანდიდატთა წარდგენა ბათუმში

14 სექტემბერი 2021, 20:03 1808 ნახვა

2 ოქტომბრის  თვითმმართველობის არჩევნებისთვის  პარტია ,,მესამე ძალა- სტატეგია აღმაშენებლმა’’ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები და გუნდის წევრები დაასახელა.  

ბათუმში პარტიული სიის პირველ ნომრად ბექა დიასამიძე დასახელდა. 

პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებზე ორი ამოცანაა გადასაჭრელი:  შეცვალონ უსამართლო აწმყო და არ დააბრუნონ არასწორი წარსული.

„სტატეგია აღმაშენებელს“  არ დაუსახელებია მერობის კანდიდატი,  რადგან  ოპოზიციამ უკვე წარადგინა შეთანხმებული კანდიდატი გიორგი კირთაძე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში