ქობულეთში ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატობის კანდიდატი მმართველ გუნდს მუქარაში ადანაშაულებს​

15 სექტემბერი 2021, 14:00 2420 ნახვა

ქობულეთში, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცახდებენ, რომ პარტიის კანდიდატს გივი მგელაძეს, რომელიც  თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს ემუქრებიან. ის კენჭს სოფლების - ​მუხაესტატეს, ალამბრის, ზენითისა და აჭყვისთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იყრის. 

გივი მგელაძის განცხადებით, მას სუს-ის თანამშრომლები შეხვდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს  კანდიდატურის მოხსნა, სანაცვლოდ კომფორტულ ცხოვრებას და გარკვეულ თანხასაც დაჰპირდნენ.

მგელაძის თქმით, უცნობმა პირებმა გადაწყვეტილების მისაღებად ორდღიანი ვადა მისცეს. ამბობს, რომ  კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და მუქარით ვერ შეაშინებენ. 

''ნაციონალური მოძრაობის'' ქობულეთის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე პასუხისმგებლობას მომხდარზე ''ქართულ ოცნების'' მერობის კანდიდატს ლევან ზოიძეს აკისრებს. ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. 

აჭარის მაუწყებელი განმარტებების მოსასმენად ''ქართული ოცნების'' ოფისში მივიდა, სადაც კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით აჭარის მთავრობის პრესსამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში