ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსების საკითხს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა 

16 სექტემბერი 2021, 11:49 3128 ნახვა

ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა სხდომათა დარბაზში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებარე კორპუსების ფოტოები მიიტანეს

დეპუტატები მმართველი გუნდის წევრებს ახსნა-განარტებას სთხოვენ. როგორ აშენდა 7 კორპუსი ისე, რომ მერიას შესაბამისი ზომები არ მიუღია. 

''შუაგულ ქალაქში უკანონოდ კორპუსებს აშენებენ და თქვენ ვერ ხედავთ, ყაზარმაა ეს თუ კვლევითი ლაბორატორია? რა შენდება?  მუნიციპალურ ინსპექციას იმიტომ აქვს ბიუჯეტი, რომ ასეთი ამბები არ გამოეპაროს და გააკონტროლოს''- აცხადებენ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. 

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან ერთად ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ.

''ქართული ოცნების''' დეპუტატები კი ამბობენ, რომ დაწყებულია რეაგირება, კომპანია დაჯარიმებულია და სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.

მშენებლობის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გოგოლის ქუჩაზე ბრიფინგი გამართეს. ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც.

კომპანია ''მეტრო ჰოლდინგის'' თანამშრომლებმა მაუწყებელს განუცხადეს, რომ ისინი 2 500 ნომრიან სასტუმროს აშენებდნენ. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში