ევროპარლამენტის ანგარიში

16 სექტემბერი 2021, 12:43 954 ნახვა

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლითაც იგი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე. დოკუმენტი პირდაპირ საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე:  ანგარიშში აღნიშნულია , რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას;  ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა გადიოდეს ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, რომ  ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში