ფარული ჩანაწერების საქმე-პრემიერის განცხადება

16 სექტემბერი 2021, 17:58 1333 ნახვა

აზიანებს თუ არა ქვეყნის იმიჯს სავარაუდოდ სუს-ის არქივიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერები? პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას მთელი ეს აჟიოტაჟი აზიანებს, რომელიც არჩევნებისთვის არის შექმნილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სასულიერო პირების შესახებ ფაილების გავრცელების შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამბობს, რომ  მეუფეებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კამპანიის შესაჩერებლად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში