ჯანმომ "სპუტნიკ V"-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა

16 სექტემბერი 2021, 22:43 1364 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა, რადგან "სპუტნიკ V"-ის წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი მას შემდეგ განახლდება, როდესაც მათ "სპუტნიკ V" -ის მწარმოებელი ქარხანის მონახულების უფლება მიეცემათ.

"ნებისმიერ ვაქცინის მწარმოებელს, რომელსაც სურს ჯანმომ დაამტკიცოს მისი ვაქცინა. შესაბამისად უნდა წარმოადგონონ ყველა ინფორმაცია ხარისხისა და წარმოების პროცესის შესახებ. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ადგილები, სადაც ვაქცინები იწარმოება, შეესაბამება საჭირო სტანდარტებს. ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რის შემდეგაც ჩავატარებთ ხელახალ ინსპექციას", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რუსეთის ხელისუფლებმა ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  თებერვალში მიმართა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში