ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს - შალვა პაპუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

17 სექტემბერი 2021, 13:04 848 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ მათი საარჩევნო კამპანია იქნებოდა დაფუძნებული დეზინფორმაციასა და ზიზღის ენაზე. რუსული პროპაგანდის მთავარი ხერხი სწორედ ეს გახლავთ - განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით,  აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია.

„ყველაზე მარტივი კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას, არის „ვის აწყობს?“. ჩვენ თუ ამ კითხვას დავსვამთ და გულწრფელად გავცემთ პასუხს, მივხვდებით, რომ ეს პასუხი მიდის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მათ აწყობთ, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარეშე აადუღოს ტემპერატურა ისე, რომ 2 ოქტომბერს გამოიწვიოს არეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება 2 ოქტომბრისთვის, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ტემპერატურის აწევის არაერთი მცდელობა არის. ასეთი ინფორმაცია კიდევ იქნება და პირველი კითხვა, რომელიც დასვათ, არის - ვის აწყობს? აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რასთან გვაქვს საქმე. თუკი პასუხი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

"ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აკეთოს და გამოაქვეყნოს. იცით, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს მათი პრეროგატივაა და გვიპასუხებენ რასთან გვაქვს საქმე"- განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში